Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტენფორდის უნივერსიტეტი რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციაა“

სტენფორდის უნივერსიტეტი
სტენფორდის უნივერსიტეტი

სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი და განსაკუთრებულად პრესტიჟული უნივერსიტეტი, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსულ მედიას მოჰყავს.

იუსტიციის სამინისტრო ორგანიზაციებს რეესტრში გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით ამატებს, თუმცა, ამ უწყებას მანამდე არ გამოუცხადებია, რომ სტენფორდის
უნივერსიტეტი არასასურველად იყო შერაცხილი.

ორგანიზაციის არასასურველად აღიარება ნიშნავს მისი საქმიანობის აკრძალვას რუსეთში და დევნის მუქარას მათთვის, ვინც მასთან თანამშრომლობს.

სტენფორდის უნივერსიტეტი არის კერძო კვლევითი უნივერსიტეტი სტენფორდში, კალიფორნია, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტი შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში. მისი კამპუსი, რომელიც 3310 ჰექტარს იკავებს და ერთ-ერთი უდიდესია
შეერთებულ შტატებში და მასში 17 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG