Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატარებელმა ლიანდაგზე გადასული ფარა გაიტანა - 40-მდე ცხვარი მოკლა

ფოტო: ადგილობრივი ტელევიზია ტვ24
ფოტო: ადგილობრივი ტელევიზია ტვ24

სამშაბათს, 2026 წლის 14 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში მატარებლის დაჯახების შედეგად ლიანდაგზე გადასული რამდენიმე ათეული სული ცხვარი დაიხოცა.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა ტელევიზიამ, ტვ24-მა (24news.ge) გაავრცელა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ტვ24-ის თანახმად, მეცხვარეს 40-მდე სული ცხვარი დაეხოცა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლიანდაგზე - მარნეულის სოფელ წერეთლის მიმდებარედ - ყრია რამდენიმე ათეული მკვდარი პირუტყვი, რომელსაც იქ მყოფი ადამიანები ლიანდაგიდან ყრიან.

ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ მატარებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავრიდან მოდიოდა, მძღოლმა სიჩქარის შენელება სცადა, თუმცა ვერ მოასწრო და ლიანდაგზე გადმოსული ცხვრები გაიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მწყემსი დააჯარიმეს ადმინისტრაციული წესით.

იგი დაჯარიმებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლით, - რაც, სხვა გარემოებებთან ერთად, გულისხმობს გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევას.

  • ეს მუხლი ეხება „საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევას“;
  • წესების დარღვევა იწვევს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირის (მეხრის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მეპატრონის) დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით;
  • ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG