სინოდს ამჟამად 39 მღვდელმთავარი აკომპლექტებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანახმად, სინოდის დღევანდელ სხდომას ესწრება 38 მღვდელმთავარი.
საპატრიარქოს ცნობითვე, სხდომას არ ესწრება წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).
საპატრიარქოს არ დაუსახელებია 74 წლის მიტროპოლიტის საპატრიარქოში არმისვლის მიზეზი - რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია.
მიტროპოლიტი ზოსიმე 1984 წლიდან განაგებს წილკნის ეპარქიას.
მისი არყოფნა სინოდის დღევანდელ კრებას ხელს არ შეუშლის - დღეს მაინც დაასახელებენ პატრიარქობის კანდიდატებს და ფარულ კენჭისყრაზე სამ მათგანს გამოარჩევენ.
ჯერჯერობით უცნობია, მღვდელმთავრობის რამდენ კანდიდატურას წამოაყენებენ სინოდის წევრები.
როდის იქნება საბოლოო კენჭისყრა, ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. დღეს, სავარაუდოდ, სინოდი ამ თარიღზეც შეთანხმდება.
2026 წლის 17 მაისს ახალი პატრიარქი უკვე არჩეული უნდა იყოს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფორუმი