Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა

დონალდ ტამპის დახვედრის ცერემონია პეკინის აეროპორტში. 13 მაისი, 2026.
დონალდ ტამპის დახვედრის ცერემონია პეკინის აეროპორტში. 13 მაისი, 2026.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 მაისს ჩინეთში ჩავიდა სახელმწიფო ვიზიტით. მისი თვითმფრინავი Air Force One პეკინის აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში მას დახვდნენ ჩინეთის ოფიციალური პირები, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ჰან ჟენი.

ტრამპს თანა ახლავან მისი ვაჟი ერიკი, ასევე მაღალი რანგის ბიზნესმენები, მათ შორის კომპანიების, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი და Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი.

14 მაისს დაგეგმილია ტრამპის შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. განსახილველ თემებს შორისაა აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ, ვითარება ტაივანის გარშემო, აშშ-ისა და ჩინეთის შეწყვეტილი დავა ტარიფების შესახებ და სავაჭრო ურთიერთობები პეკინსა და ვაშინგტონს შორის. შეერთებული შტატები იმედოვნებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან რამდენიმე ეკონომიკური შეთანხმების მიღწევას ავიაციის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ტრამპის ვიზიტი თავდაპირველად მარტის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ის გადაიდო ირანში ომის გამო. ეს ჩინეთში ტრამპის პირველი ვიზიტია 2017 წლის შემდეგ, როცა ის პეკინში სტუმრობდა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.

ტრამპი და სი ძინპინი უკანასკნელად შარშან ოქტომბერში შეხვდნენ ერთმანეთს სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, APEC-ის სამიტზე. მაშინ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო ექვსწლიანი პაუზის შემდეგ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG