Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ დონბასიდან უკრაინის ჯარების გასვლის შემდეგ

დმიტრი პესკოვი. მოსკოვი, 18 ნოემბერი, 2025.
დმიტრი პესკოვი. მოსკოვი, 18 ნოემბერი, 2025.

„იმისთვის, რომ დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტა და გაიხსნას დერეფანი სრულმასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ, როგორც ეს უკვე შარშანწინ ივნისში თქვა პრეზიდენტმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინაშე გამოსვლისას, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უნდა გასცეს ბრძანება, შეწყვიტონ ცეცხლი და დატოვონ დონბასის ტერიტორია, დატოვონ რუსეთის რეგიონების ტერიტორია,“ განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

მისი სიტყვებით, უკრაინის ჯარების გაყვანის შემდეგ „იქნება ზავი და მხარეებს შეეძლებათ, მშვიდად აწარმოონ მოლაპარაკებები“. მან დასძინა, რომ მოლაპარაკებები „იქნება ძალიან რთული და მასში შევა დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი დეტალები“.

შეკითხვაზე, უნდა დატოვონ თუ არა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიები, პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია „გადაიკითხონ პრეზიდენტ პუტინის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადება“.

2024 წლის ივნისის გამოსვლაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობებად დაასახელა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან უკრაინის ჯარების გაყვანა, ასევე ნატოში გაწევრიანებაზე უარი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ წინადადებას უწოდა ულტიმატუმი, რომლის ნდობა შეუძლებელია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG