გრძელდება კიდევ ერთი თანამშრომლის ძებნა.
ხანძარი ორი დღით ადრე გაჩნდა სარეზერვუარო პარკის ტერიტორიაზე, უფის რაიონის სოფელ ნურლინოში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის გაჩენამდე ტკაცუნის ხმა გაისმა.
ბაშკირეთის ჯანდაცვის მინისტრის, აირატ რახმატულინის თქმით, 13 მაისს დაშავებული ორი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია კიდევ ერთი პირი. ბაშკირეთის პროკურატურა ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
„ტრანსნეფტის“ ცნობით, ხანძარი გაჩნდა საცავის ავზზე სამუშაოების დროს, რომელსაც კონტრაქტორი შპს „გეოკოკადი“ ახორციელებდა. ავზში აირისა და ჰაერის ნარევი აალდა, რასაც მოჰყვა აფეთქება და ხანძარი.
ფორუმი