Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაადასტურა 528 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედრების მიღება

რუსეთსა და უკრაინას შორის მეომართა ცხედრების გაცვლა "წითელი ჯვრის" მონაწილეობით. 15 მაისი, 2026.
რუსეთსა და უკრაინას შორის მეომართა ცხედრების გაცვლა "წითელი ჯვრის" მონაწილეობით. 15 მაისი, 2026.

უკრაინამ დაადასტურა 528 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედრების მიღება.

კიევმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რეპატრიაციაში ხელშეწყობისთვის.

ერთი დღით ადრე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა გამოაცხადა რუსი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლის შესახებ. მისი თქმით, მოსკოვი 41 ადამიანის ნეშტს დააბრუნებს.

პარასკევს მოსკოვმა და კიევმა განახორციელეს სამხედრო ტყვეების გაცვლა ფორმულით „205 205-ის სანაცვლოდ“. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს „1000-ის 1000-ზე გაცვლის პირველი ეტაპია“. თითოეული მხარის მიერ 1000 ტყვის გადაცემა არი ნაწილი 9-11 მაისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG