რუმინელი კინორეჟისორის კრისტიან მუნჯიუს ფილმს „ფიორდი“ კანის 79-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მიენიჭა.
რუსმა რეჟისორმა ანდრეი ზვიაგინცევმა კინოფესტივალზე გრან-პრი მიიღო ფილმისთვის „მინოტავრი“.
ჟიურის პრიზი ვალესკა გრიზებახს ერგო ფილმისთვის „ოცნების თავგადასავალი“.
საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გაიყვეს პაველ პავლიკოვსკიმ ფილმისთვის „სამშობლო“ და რეჟისორულ დუეტმა ხავიერ კალვომ და ხავიერ ამბროსიმ ფილმისთვის „შავი ბუშტი“.
ფესტივალის მთავარ კონკურსში ოცდაორი ფილმი მონაწილეობდა. ჟიურის თავმჯდომარეობდა სამხრეთ კორეელი რეჟისორი პარკ ჩან-ვუკი.
ფორუმი