Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კიევს დაარტყა, არის მსხვერპლი

44 ადამიანი დაშავდა და ორი დაიღუპა რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად. უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები და დრონები

ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სულ მცირე 10-ჯერ გაისმა აფეთქების ხმა.

კიევი
კიევი

„დედაქალაქი მასშტაბური სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა. მოსალოდნელია ისევ. დარჩით თავშესაფარში!“ - მიმართა მოსახლეობას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ.

უკრაინა
უკრაინა

აფეთქებების შედეგად დაზიანდა:

  • რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი;
  • სკოლა;
  • ბაზრის ტერიტორია.


უკრაინა
უკრაინა

დილის 08:00 საათის მონაცემებით, 28 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის ორი ბავშვია, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.

  • რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ არაერთი დარტყმა მიიტანა სტრატეგიულ ობიექტებზე, საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც.
  • ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG