შაბათს საღამოს ვაშინგტონში, თეთრი სახლის უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტის მახლობლად, მომხდარი სროლის დროს საიდუმლო სამსახურის მიერ დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინციდენტის დროს ერთი გამვლელი დაიჭრა. „ჯერ კიდევ გაურკვეველია, გამვლელი ეჭვმიტანილის პირველი გასროლით დაიჭრა თუ შემდგომი სროლის დროს“, განაცხადა საიდუმლო სამსახურმა.
საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან. იტყობინებიან, რომ ინციდენტის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა.
როგორც Associated Press-ი წერს სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, მსროლელი იყო 21 წლის ნასირ ბესტი. 2025 წლის ივლისში ბესტი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან უნებართვოდ სცადა თეთრი სახლის სხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლა მანქანით, არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებას, რომ გაჩერებულიყო და „იესო ქრისტედ აცხადებდა თავს“.
ინციდენტი მოხდა ერთი თვის შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა თეთრი სახლის ჟურნალისტებისთვის სასტუმრო Washington Hillton-ში გამართულ ვახშამზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა.
ფორუმი