ირანის საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საწვრთნელ ბაზას აშშ-იდან მექსიკაში გადაიტანს. ამის შესახებ ნათქვამია ირანის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში, რომელიც The Guardian-მა გამოაქვეყნა. ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას, ფიფას, ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.
ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,მეჰდითაჯის, სიტყვებით, ნაკრებმა უკვე მიიღო ფიფას დადებითი პასუხი ბაზის ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.
„საბედნიეროდ, ჩვენ მიერ გაგზავნილი თხოვნებისა და ფიფას წარმომადგენლებთან და ჩემპიონატის ორგანიზატორებთან სტამბოლში შეხვედრების შემდეგ, ასევე ონლაინ რეჟიმში შეხვედრის შემდეგ, რომელიც გუშინ გაიმართა თეირანში ფიფას პატივცემულ გენერალურ მდივანთან, დაკმაყოფილდა აშშ-იდან მექსიკაში გუნდის ბაზის გადატანა,“ მოჰყავს The Guardian-ს თაჯის სიტყვები.
ირანის ნაკრების საწვრთნელი ბაზა არიზონის შტატის ქალაქტუსონშიუნდა ყოფილიყო. მისი გადატანის შესახებ მოსაზრებები გაისმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ - ამერიკის ვიზების მიღების სირთულესთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ირანის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ირანის საფეხბურთო ნაკრების ბაზა მექსიკაში,ტიხუანშიიქნება.
აპრილის ბოლოს ფიფას ხელმძღვანელმა, ჯანიინფანტინომ, ვანკუვერში ორგანიზაციის კონგრესზე გამოსვლისას თქვა, რომ ირანის ნაკრები სწორედ აშშ-ში ჩაატარებს მატჩებს, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. თავად ირანის წარმომადგენლები ამ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ, ვინაიდან კანადამ მათ უარი უთხრა ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებაზე.
ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების პირველსავე ეტაპზე ირანის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მონაწილეობას არ მიიღებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელსაც აშშ და მექსიკა უმასპინძლებენ. მარტში ფიფამ თქვა, რომ წინააღმდეგია ირანის ნაკრების მატჩების აშშ-იდან მექსიკაში გადატანისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი მიანიშნა, რომ თეირანმა მუნდიალში „მონაწილეობა არ უნდა მიიღოს“ უსაფრთხოების მოსაზრებების გამო. კონგრესზეინფანტინოსგამოსვლის შემდეგ კი ტრამპმა თქვა, რომ „არ ეწინააღმდეგება“ მსოფლიო ჩემპიონატში ირანის მონაწილეობას.
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
ფორუმი