Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ტელეფონით ესაუბრა ლუკაშენკას - 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველად

ემანუელ მაკრონი (მარჯვნივ) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა (კოლაჟი)
ემანუელ მაკრონი (მარჯვნივ) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა (კოლაჟი)

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, იტყობინება ამ უკანასკნელის პრესსამსახური.

როგორც ამბობენ, საუბარი შედგა „ფრანგული მხარის ინიციატივით“. ლუკაშენკამ და მაკრონმა განიხილეს „რეგიონული საკითხები და ბელარუსის ურთიერთობები ევროკავშირთან და საფრანგეთთან“, ნათქვამია განცხადებაში.

ეს მაკრონსა და ლუკაშენკას შორის პირველი საუბარი არის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მათი ბოლო საუბარი 2022 წლის 26 თებერვალს შედგა.

მაშინ მაკრონმა განაცხადა, რომ მან „სთხოვა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, უზრუნველყოს რუსული ჯარების გაყვანა თავისი ქვეყნიდან“ და რომ ბელარუსი არ უნდა გახდეს „რუსეთის ფაქტობრივი თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ ომში“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG