Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ფოტოკოლაჟი: კადრები ვიდეოდან
ფოტოკოლაჟი: კადრები ვიდეოდან

პროკურტურამ გამოძიება დაიწყო გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე.

უწყების ფორმულირებით - გამოძიება დაიწყო "გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე".

უწყება საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

რა ხდება


შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში. ადგილობრივი მედიის, "ქართლი.ge-ს" ინფორმაციით და მათ მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, პოლიციამ, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დააკავა.

კადრებში ჩანს, როგორ ძალადობს რამდენიმე პოლიციელი ძირს მწოლიარე ადამიანზე, რომელიც სახეზე და თავზე ხელებს იფარებს. მას თან დამშვიდებისკენ მოუწოდებენ, რა დროსაც ერთი პოლიციელი თავში მუშტს ურტყამს.

"ქართლი.ge-ს" ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. მათივე ცნობით, რომელსაც გადაუმოწმებელს უწოდებენ, თითქოს ერთ-ერთ დაკავებულს ჰქონდა ცივი იარაღი.

ამ დროისთვის უცნობია, რას უკავშირდებოდა მომხდარი ან რა იყო დაკავების საფუძველი.

ამ საკითხზე რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ელოდება პასუხს.

განახლება

მომხდარს მოგვიანებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი "გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს."

ფორუმი

XS
SM
MD
LG