რუსეთი სომხეთს კვლავ პარტნიორად მიიჩნევს, მაგრამ „არ მიესალმება“ ერევნის თანამშრომლობას მათთან, ვისაც რუსეთისთვის ზიანის მიყენება სურს, განაცხადა 28 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან დაკავშირებით „ძნელად თუ შეიძლება დაბალანსებული ვუწოდოთ“, განაცხადა ზახაროვამ და უარყო ბრალდება ერევნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის შესახებ, როგორც „ჯაშუშომანია“.
ზახაროვა ნატოს წევრი პოლონეთის და აშშ-ის ურთიერთობას, კერძოდ, პოლონეთში აშშ-ის დამატებითი სამხედრო ძალების განლაგებას შეეხო და თქვა, რომ შესაძლოა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის „ხარისხობრივი ესკალაცია“ მოხდეს.
მოსკოვს ეს აიძულებს, საპასუხო ზომების მიიღოს, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
სომხეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ერევანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუბიო ჩავიდა და რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ში თავის ოფიციალურ გვერდზე 21 მაისს გამოაქვეყნა პოსტი, რომ …მოხარულია გამოაცხადოს, რომ აშშ პოლონეთში გაგზავნის დამატებით 5000 სამხედრო მოსამსახურეს.
ფორუმი