ერთი გემი, James II, პალაუს დროშით ცურავდა, ხოლო ორი სხვა, Altura და Velora, სიერა-ლეონეს დროშით.
Tribeca-ს თქმით, თურქეთის სანაპირო დაცვა ჩაერია ინციდენტში. სამივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ორი ქვეყანა რეგულარულად ებრძვის ერთმანეთს შავ ზღვაში.
2025 წლის ბოლოს შავ ზღვაში, თურქეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, უკრაინა თავს დაესხა მოსკოვის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის რამდენიმე ტანკერს, რომლებიც დასავლეთის სანქციების თავიდან
ასაცილებლად გამოიყენება.
მარტის ბოლოს, თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 30 კილომეტრში რუსული ნავთობის გადაზიდვისას, დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა ინციდენტის მონაწილე Altura.
თურქეთის მედიის ცნობით, შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ სატვირთო გემს დრონებმა შეუტიეს
თურქული საზღვაო სააგენტო Tribeca-ს ცნობით, სინოპის ნავსადგურთან სამი გემი ტვირთის გარეშე მიცურავდა, როდესაც სამიზნედ იქცნენ, იტყობინებიან კერძო მედიასაშუალებები Halk TV, Sozcu და გაზეთი Turkiye.
ფორუმი