Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ

ინდური მედიის ცნობით, მას „გაუჩინარებამდე“ დაპირისპირება ჰქონდა თბილისში ბინის მეპატრონესთან, ასევე ინდოეთის მოქალაქესთან.
ინდური მედიის ცნობით, მას „გაუჩინარებამდე“ დაპირისპირება ჰქონდა თბილისში ბინის მეპატრონესთან, ასევე ინდოეთის მოქალაქესთან.

23 წლის ინდოეთის მოქალაქე, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც ოჯახი 14 მაისიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია მისი ცხედრის მტკვარში პოვნის შესახებ 29 მაისს დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

გამოძიება დაწყებულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი).

  • ეს სტანდარტული მუხლია, რითაც მსგავს შემთხვევებში იწყება გამოძიება.
  • გარემოებების გამოკვეთისას, არაერთ შემთხვევაში, საქმის კვალიფიკაცია იცვლება.
  • სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ინდური მედიის ცნობით, მას „გაუჩინარებამდე“ დაპირისპირება ჰქონდა თბილისში ბინის მეპატრონესთან, ასევე ინდოეთის მოქალაქესთან.

ინფორმაცია 23 წლის დვანიტ რაჯდიპის „გაუჩინარების“ შესახებ თავდაპირველად ინდურ მედიაში გავრცელდა.

რას ამბობდა ოჯახი

ერთ-ერთი ინდური გამოცემის თანახმად, ოჯახს - კერძოდ, მამას - ბოლოს კონტაქტი დვანიტ რაჯდიპთან 14 მაისს ჰქონდა. მას შემდეგ იგი დაკარგულია.

სტუდენტი უკრაინიდან გადმოვიდა საქართველოში სასწავლებლად და სწავლობდა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში" (CIU) მედიცინის ფაკულტეტზე.

დედის თანახმად, იგი სამშობლოში დაბრუნებას 2026 წლის სექტემბერში გეგმავდა, სწავლის დასრულების შემდეგ.

მამის თანახმად, დვანიტს დაპირისპირება ჰქონდა თბილისში იმ ბინის მეპატრონესთან, - ასევე ინდოეთის მოქალაქესთან, - რომელსაც ქირაობდა.

მამის ცნობით, საუბარია „სამხრეთ ინდოელ“ კაცზე, სახელად „ანილზე“.

მამის, მაიურ რაჯდიპის თქმით, დვანიტი „სასტიკ შევიწროებას განიცდიდა“ ბინის გამქირავებლისგან და იმ სხვა ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა.

  • „მათი მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მისი ფულის, საკვებისა და ტანსაცმლის ქურდობას.
  • როდესაც დვანიტმა გადაწყვიტა საცხოვრებლიდან გადასვლა, ანილმა უარი თქვა დეპოზიტის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც მას თანხა გამოსძალეს, საერთო ჯამში 6 500 დოლარი, რა მიზნითაც ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი და მისთვის ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდათ“, - წერს გამოცემა.

ამის შემდეგ, გამოცემის თანახმადვე, მამამ შვილს ინდოეთში დასაბრუნებელი ავიაბილეთი გაუგზავნა.

„დვანიტმა აიღო თავისი პასპორტი და ტელეფონი, რათა აეროპორტში წასულიყო“, - წერს გამოცემა ოჯახზე დაყრდნობით.

შემდეგ იყო სატელეფონო ზარი მამასთან, რა დროსაც „ზარი მოულოდნელად გაწყდა“, - წერს IndiaToday.

ფორუმი

XS
SM
MD
LG