Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ბათუმში, სროლის შედეგად კაცი მოკლეს. შემთხვევა 31 მაისს, შუადღისას მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის ორი - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწაინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შემთხვევა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი” მოქალაქეებზე დაყრდნობით წერს, რომ მათ გაიგონეს 7-8 გასროლა, კაცს წინასწარ ელოდებოდნენ, მომხდარის შემდეგ კი პირი, რომელმაც ისროლა, ადგილიდან მიიმალა.

გამოცემის ცნობით, რომელიც თვითმხილველებს ეყრდნობა, კაცი ტროტუარზე იმყოფებოდა და სილამაზის სალონში შესულ ცოლს ელოდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG