გამოცემის ცნობით, შეერთებულ შტატებს გაეროს ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვს და ამასთან ერთად, შეამცირა მონაწილეობა რამდენიმე პროგრამაში, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჩინეთს, ბოლო დროს 850 მილიონი დოლარის გადახდის მიუხედავად, კვლავაც აქვს ორგანიზაციის დაახლოებით 455 მილიონი დოლარის ვალი.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ორგანიზაცია, ფაქტობრივად, „გაკოტრებისკენ რბოლაშია“ ჩართული და შესაძლოა, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაფინანსების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.
დაფინანსების დეფიციტის გამო, გაერომ უკვე დაიწყო ხარჯების მასშტაბური შემცირება: იხურება ოფისები, გაუქმებულია სამდივნოს დაახლოებით 3000 თანამდებობა, შემცირდა მთარგმნელობითი მომსახურებისა და სამშვიდობო ოპერაციების ხარჯები. ორგანიზაცია ასევე აჩქარებს კონტინგენტების გაყვანას ცალკეული რეგიონებიდან და აჭიანურებს გადასახადის გადახდას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სამხედროებს აგზავნიან სამშვიდობო მისიებისთვის.
ვითარებას ართულებს გაეროს დაფინანსების სტრუქტურა. ორგანიზაციას არ შეუძლია სესხის აღება, ხოლო ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი პერსონალზე მოდის. ამ დროს, წევრი სახელმწიფოები უფრო ხშირად აფართოებენ გაეროს მანდატსა და პროგრამებს, ვიდრე მათ შემცირებაზე თანხმდებიან.
ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ის არ წყვეტს მრავალმხრივი ინსტიტუტების მხარდაჭერას, მაგრამ მოითხოვს ფართომასშტაბიან რეფორმებს და ხარჯების ეფექტიანობის გაზრდას. ორგანიზაციის ბიუჯეტზე დამატებით ზეწოლას ახდენს აგრეთვე შემცირებული შენატანებიც სხვა დონორების - მათ შორის დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთისა და ნიდერლანდის - მხრიდან.
WSJ: გაეროს ფინანსური კოლაფსი ემუქრება აშშ-სა და ჩინეთის ვალების გამო
გაერო სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის გადახდების შეფერხების გამო ორი უდიდესი დონორის - შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მხრიდან, რომლებიც ორგანიზაციის ძირითადი ბიუჯეტის დაახლოებით 42%-ს შეადგენენ, იტყობინება The Wall Street Journal-ი.
ფორუმი