Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც ეხება და დარღვევისთვის პასუხისმგებელი ვაშინგტონი და ისრაელი არიან

ისრაელის თავდასხმის შემეგ სოფელ კფარ ტიბნიტთან, სამხრეთი ლიბანი.  30 მაისი, 20926 წელი.
ისრაელის თავდასხმის შემეგ სოფელ კფარ ტიბნიტთან, სამხრეთი ლიბანი. 30 მაისი, 20926 წელი.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის უკვე ძალაში მყოფი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ნიშნავს, განაცხადა ირანის მთავარმა დიპლომატმა 1 ივნისს მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ
ბეირუთის სამხრეთში, ჰეზბოლას კონტროლის ქვეშ მყოფი გარეუბნებზე თავდასხმები ბრძანა.


„ერთ ფრონტზე დარღვევა ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა. აშშ და ისრაელი პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერი დარღვევის შედეგებზე“, - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ X-ზე.

ისრაელმა წინასწარ გააფრთხილა არალში მცხოვრები ადამიანები, დატოვონ იქაურობა.

ისრაელის თავდასხმების დაწყების შემდეგ 1.2 მილიონზე მეტი ლიბანელი გახდა იძულებული საცხოვრებელი დაეტოვებინა.
ლიბანის მთავრობის ცნობით, შეჭრამ 3370-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ისრაელის თქმით, იმავე პერიოდში მისი 24 ჯარისკაცი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.


ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის დროებითი შეწყვეტის მიზნით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის ფონზე მიმდინარეობს მოლაპარაკება მხარეებს შორის ომის საბოლოო დასრულების მიზნით, ირანის თანახმად, თავიდანვე ითვალისწინებდა ლიბანის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტასაც. ისრაელი და ჰეზბოლას შეიარაღებული რაზმები (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული) ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში.

ჰეზჰოლა ომში ჩაერთო როგორც ირანის მოკავშირე და ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების საპასუხოდ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG