Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას 300-მდე დრონით შეუტია, არიან დაღუპულები და დაჭრილები

უკრაინის ზაპოროჟიე რუსეთის დრონებით თავდასხმის შემდეგ
უკრაინის ზაპოროჟიე რუსეთის დრონებით თავდასხმის შემდეგ

6 ივნისის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინაზე იერიში მიიტანა 272 დრონით - იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები. ჩამოგდებულ იქნა 249 უპილოტო საფრენი აპარატი, დრონები სამიზნეებს 11 ადგილას მოხვდა, კიდევ 13 ადგილას დრონების ნამტვრევები ჩამოვარდა.

ზაპოროჟიეში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაიჭრა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. იქვე მდებარე მანქანების სადგომზე ხანძარი გაჩნდა. ამ ცნობებს ავრცელებს ზაპოროჟიეს ოლქის საბრძოლო ადმინისტრაცია.

ხერსონის ოლქის ხელისუფლება იუწყება ექვს დაღუპულზე და 27 დაჭრილზე, ბოლო დღე-ღამეში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ხერსონის ოლქის საბრძოლო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის არმიამ მიზანში ამოიღო სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები.

სუმის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა რუსეთის დარტყმების შედეგად.

ხარკოვის ოლქში, რუსეთის FPV-ის ტიპის დრონის შეტევას ემსხვერპლა 51 წლის კაცი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG