Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჟონილ რუსულ დოკუმენტებში ჩანს, როგორ იგეგმებოდა "ოპერაცია ღორის თავი"

ფოტოკოლაჟი გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
ფოტოკოლაჟი გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

მოკლედ

  • გამომძიებელი ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა რუსული დოკუმენტები კრემლის კონტრაქტორი საკომუნიკაციო კომპანიიდან, საიდანაც მკაფიოდ ჩანს რუსული კვალი 2025 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მეჩეთებთან დატოვებული "ღორის თავების" ოპერაციაში.
  • რელიგიური დაძაბულობის გამომწვევი ოპერაციის შემსრულებლებს მოსკოვიდან სერბეთში ტელეგრამის გამოყენებით აძლევდნენ დავალებებს, თავიანთი აქტივობის წარმატებას კი მედიაში გაშუქების და გამოხმაურებების მასშტაბით ზომავდნენ.
  • ჯგუფი, რომელიც მეჩეთებთან ღორის თავებს ტოვებდა პარიზში, იდგა ასევე სინაგოგების და ჰოლოკოსტის მუზეუმის მწვანე საღებავით დაზიანების უკანაც.

“სოციალური დიზაინის სააგენტოს” ხელმძღვანელია რუსეთის მოქალაქე, ასევე სანქცირებული ილია ღამბაშიძე - რომლის სახელიც სხვადასხვა დროს ჩნდება არა მხოლოდ რუსეთსა და ევროკავშირში, არამედ ლათინურ ამერიკაში კრემლის დაკვეთით წარმოებულ დიდ საინფორმაციო კამპანიების კონტექსტშიც.

რუსეთიდან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით სტატია "ოპერაცია ღორის თავის შესახებ" ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციაზე მომუშავე ჟურნალისტების გაერთიანებამ [occrp] მოამზადა.

სოციალური დიზაინის სააგენტო, საიდანაც დოკუმენტებმა გაჟონა, კრემლის, და რუსეთის სახელმწიფო უწყებების კონტრაქტორი კომპანიაა. ის სანქცირებულია შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ. წარსულში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სპეცსამსახურების დაკვეთებისთვის. ჟურნალისტურმა გამოძიებებმა აჩვენა ისიც, რომ სწორედ ეს სააგენტო იდგა იმ კამპანიის უკან, რომელიც ცდილობდა შეემცირებინა უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერა და ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიები გაეძლიერებინა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG