BBC-ის ცნობით, ბელფასტში იმიგრანტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო 9 ივნისს, მას შემდეგ, რაც წინა დღეს ადგილობრივ მცხოვრებზე დანით თავდასხმა მოხდა. არეულობა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა თავდასხმის ვიდეომ გამოიწვია, სადაც ეჭვმიტანილი მსხვერპლს აზის და მას დანას ურტყამს.
ეჭვმიტანილს, 30 წლის სუდანელ ლტოლვილს, ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობაში. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.
მემარჯვენე აქტივისტმა ტომი რობინსონმა მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა ხალხს. ასობით ნიღბიანი დემონსტრანტი გავიდა ბელფასტის ქუჩებში, ცეცხლი წაუკიდეს ავტობუსს, მანქანებს და ნაგვის ურნებს. როგორც ამბობენ, მათ გზატკეცილი გადაკეტეს, რამაც საცობი გამოიწვია და მეტროს მუშაობა შეჩერდა. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის უფროსის მოადგილემ, რაიან ჰენდერსონმა, სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსახლეობას და მიმართა „ადგილობრივ თემების ყველა გავლენიან პირს, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებს და არ დაუშვან ძალადობა და არეულობა“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა თავდასხმას „საშინელი“ უწოდა, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის ხუთი ძირითადი პარტიის ლიდერებმა ძალადობის დასრულებისა და სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდეს საზოგადოებას. ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი ქვეყანაში კანონიერად 2023 წლიდან იმყოფება.
ივნისის დასაწყისში საუთჰემპტონში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ადებენ პოლიციელები ხელბორკილებს სასიკვდილოდ დაჭრილ 18 წლის ჰენრი ნოვაკს, რადგან თავდამსხმელის, ბრიტანელი სიქკის, ვიკრამ დიგვას ცრუ ჩვენებას დაუჯერეს.
თვითონ რობინსონი არეულობაში ჩართული იყო.
ჩრდილოეთ ირლანდიის (ოლსტერის) პრემიერმინისტრი ისტორიაში შარშანწინ პირველად გახდა ირლანდიელი ნაციონალისტი, პარტია „შინ ფეინის“ წარმომადგენელი, ირლანდიასთან გაერთიანების მომხრე მიშელ ო’ნილი.
ჩრდილოეთი ირლანდია დიდ ბრიტანეთთან ერთად ქმნის გაერთიანებულ სამეფოს, რომლის შემადგენლობაშიც ის მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობს. რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლისა და ირლანდიასთან შეერთების მომხრეა, მაგრამ ბევრნი ემხრობიან დიდი ბრიტანეთის ერთიანობის შენარჩუნებას.
ფორუმი