Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქერიმლის

ალი ქერიმლის უვადო პატიმრობა ემუქრება
ალი ქერიმლის უვადო პატიმრობა ემუქრება

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ალი ქერიმლის „წინასწარი პატიმრობის“ ვადა ხუთი თვით, 2026 წლის 13 ნოემბრამდე გაზარდეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

გადაწყვეტილება ბაქოს ერთ-რაიონის, საბაილის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა 10 ივნისს.

ალი ქერიმლი და ამავე პარტიის პრეზიდიუმის წევრი მამედ იბრაჰიმლი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს ბაქოში.

ორივე მათგანისთვის ბრალი წაყენებული აქვთ „ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლისკენ“.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ქერიმლის მამა გარდაეცვალა - მას ეს 3 დღის დაგვიანებით შეატყობინეს და არც დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცეს.

ამის შემდეგ, 2026 წლის მაისში, მისმა ადვოკატმა მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და მისი შინაპატიმრობაში გადაყვანა, თუმცა 13 მაისს საბაილის რაიონულმა სასამართლომ ამაზე უარი თქვა.

პარტია მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

  • აზერბაიჯანში პოლიტიკური უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდულია;
  • ეს ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის Freedom House-ის ანგარიშებში, - ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ ქვეყნადაა მიჩნეული;
  • პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს პოლიტიკურ პროცესებს: ოპოზიციის საქმიანობა და მედიის ფუნქციონირება შეზღუდულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG