Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აუქმებს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებს

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა truthsocial-ით გაავრცელა განცხადება, რომელშიც მსოფლიოს აცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ 11 ივნისისთვის დაგეგმილი “დარტყმები და დაბომბვები” გაუქმდა.

ტრამპი ასახელებს მიზეზს, რის გათვალისწინებითაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: “

“იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონემდე იქნა მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები დღეს საღამოს” - წერს დონალდ ტრამპი და განმარტავს, რომ ყველა ჩართულმა მხარემ, აშშ-ის, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების ჩათვლით, “მოიწონა შეთანხმების და როგორც ზოგადი ასევე დეტალური დებულებები”.

ტრამპი თავის განცხადებაში წერს, რომ საზღვაო ბლოკადა სრული ძალით დარჩება ძალაში ამ შეთანხმების დასრულებამდე — “ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება” დასძენს აშშ-ის პრეზიდენტი.

არ გავრცებულა ირანის რეაქცია ტრამპის ამ განცხადებაზე.


9 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა წინა დღეს ჰორმუზის სრუტის რაიონში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდებაზე და პასუხად ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა.

10 ივნისს ირანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების დარტყმას უპასუხა მის სამხედრო ობიექტებზე დარტყმით იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.

2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია. აპრილის დასაწყისში ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG