ჯერ კიდევ წინა სხდომაზე ის ბრალს აღიარებდა და ამბობდა:
„მე ვარ უდანაშაულო, მე ვასრულებდი სამშვიდობო მისიას, იქ თუ რამე არ მოხდა, ჩემი დამსახურებაც არის… წამართვეს სამსახური, წამართვეს ხელფასი, წამართვეს ყველაფერი… ნადგურდება ჩემი ოჯახი”.
საპროცესო შეთანხმების პირობაა ბრალის აღიარება და სამი წელი პირობითი მსჯავრი.
ზაქრო ალბუთაშვილი საპროცესოს საფუძველზე მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც საქმე ცალკე გამოიყოფა და სხვა მოსამართლე ჩაატარებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სხდომას.
„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს არის „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობის საქმე. ამ საქმეზე 65 ადამიანია ბრალდებული, ამიტომ პროკურატურამ ბრალდებულები ხუთ ჯგუფად დაყო. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.
- ამ მონაცემებით, საპროცესო შეთანხმება 23 დემონსტრანტს გაუფორმდა. 11 უკვე მსჯავრდადებულია. მათ შორის არიან ე.წ. მშვიდობიანი დამხობის მონაწილე პოლიტიკოსები. მათ 7 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.
- დაკავებულებს, რომლებიც საპროცესო შეთანხმებაზე უარს იტყვიან, ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
- სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
- ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ფორუმი