Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი

დევიდ ჰოკნი თავისი ნამუშევრის ფონზე
დევიდ ჰოკნი თავისი ნამუშევრის ფონზე

88 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპ-არტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი. მხატვრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰოკნი „2026 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა თავის 89-ე დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე“.

ჰოკნი დიდ ბრიტანეთში დაიბადა, მაგრამ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კალიფორნიაში გაატარა. სამოცდაათწლიანი სამხატვრო კარიერის განმავლობაში ხელოვანმა სახელი გაითქვა თავისი მკვეთრი და ნოვატორული ნამუშევრებით, მათ შორის მშობლიური იორკშირის პეიზაჟებით, ლოს-ანჯელესის საცურაო აუზების სურათებით და მეგობრებისა და ოჯახის წევრების პორტრეტები, რომლებიც iPad-ზეა შექმნილი.

ჰოკნის ნახატი "მხატვრის პორტრეტი".
ჰოკნის ნახატი "მხატვრის პორტრეტი".

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „მხატვრის პორტრეტი“, რომელზეც გამოსახულია ორი მამაკაცი: ერთი წყალქვეშ მიცურავს, მეორე კი (ჰოკნის ყოფილი შეყვარებული, მხატვარი პიტერ შლეზინგერი) მას თვალს ადევნებს.

2018 წელს სურათი 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა Christie's-ის აუქციონზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG