Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა

რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი
რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი

14 ივნისს რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა მთავრობის ფორმირებისთვის, მას შემდეგ, რაც წინამ თვისი კანდიდატურა მოხსნა.

ევროკავშირის წევრმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც ლიბერალი პრემიერმინისტრი ილიე ბოლოჟანი მაისის დასაწყისში უნდობლობის ვოტუმის შედეგად გადააყენეს.

მისმა ყოფილმა პარტნიორმა, მმართველმა სოციალდემოკრატიულმა პარტიამ, გადაწყვიტა მმართველი კოალიციის
დატოვება და უკიდურეს მემარჯვენეებს შეუერთდა ამ საკითხზე.
„ბატონმა ევგენ ტომაკმა დღეს დილით მოხსნა თავისი კანდიდატურა და ამ ვითარებაში, ბატონ ადრიან ვესტეას პრემიერმინისტრად ვნიშნავ“, - განაცხადა დენმა.

ლიბერალური პარტიის 52 წლის წამყვან წევრ ვესტეას ახალი პროდასავლური საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება დაევალა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარის, ტომაკის მიერ შემოთავაზებულმა ტექნოკრატიულმა პროგრამამ საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ლიბერალური პარტიის ლიდერმა ბოლოჟანმა კვირას განაცხადა, რომ ის წინასწარ არ იყო ინფორმირებული ამ ნაბიჯის შესახებ და პრეზიდენტი დაადანაშაულა „მტრულ ქმედებასა და პარტიის გახლეჩის აშკარა მცდელობაში“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG