განახლება: ხანძარი ლიკვიდირებულია
ხანძარია ავლაბარში. ცეცხლი გაუჩნდა სამსართულიანი კორპუსის სხვენს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან გამოიყვანეს.
„კონტაქტურია“, - ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაუწია დახმარება და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
მეხანძრე-მაშველები ადგილზე მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებისთვის.
ფორუმი