Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიელმა ამომრჩევლებმა მოსახლეობის 10 მილიონამდე შეზღუდვას მხარი არ დაუჭირეს

„შვეიცარიის სახალხო პარტიის“ (SVP) „მდგრადობის ინიციატივის” პლაკატი. 14 ივნისს შვეიცარიაში რეფერენდუმი გაიმართა
„შვეიცარიის სახალხო პარტიის“ (SVP) „მდგრადობის ინიციატივის” პლაკატი. 14 ივნისს შვეიცარიაში რეფერენდუმი გაიმართა

შვეიცარიის ხელისუფლებამ და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებმა შვებით ამოისუნთქეს მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა მცირე უპირატესობით უარყვეს ანტიიმიგრაციული წინადადება ქვეყნის მოსახლეობის შეზღუდვის შესახებ.

gfs.bern ინსტიტუტის წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიელი ამომრჩევლების თითქმის 55 პროცენტმა უარყო ინიციატივა „არა 10 მილიონიან შვეიცარიას!“, რომელიც წამოაყენა ულტრამემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიამ“ (SVP),

შვეიცარიის იუსტიციის მინისტრი, ბეატ იანსი, მიესალმა კენჭისყრას და პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვეიცარიელმა ხალხმა „სტაბილურობის, ღიაობისა და სანდოობის სიგნალი გააგზავნა“.

უარყოფილი წინადადება ითვალისწინებდა ზომების მიღებას, რათა მდიდარი ალპური ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც ამჟამად 9.1 მილიონს შეადგენს, 2050 წლამდე 10 მილიონზე მეტად არ გაზრდილიყო.

ქვეყანაში, სადაც უცხოელები მოსახლეობის მეოთხედზე მეტს შეადგენენ, წინადადების მიღების შემთხვევაში, ის იმიგრაციას მკვეთრად შეაფერხებდა.

შვეიცარიის უდიდესმა პარტიამ, SVP-მ, განაცხადა, რომ საჭიროა მკვეთრი ზომების მიღება. ის „მასობრივ იმიგრაციას“ აბრალებს უამრავ პრობლემას, დაწყებული საცხოვრებლის დეფიციტითა და ქირის ზრდით, დამთავრებული გადატვირთული მატარებლებითა და საცობებით.

ინიციატივას ფართო წინააღმდეგობა შეხვდა მთავრობის, პარლამენტის და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხრიდან.

კენჭისყრამდე ოპონენტებმა გამოთქვეს გააფრთხილება, რომ ეს წინადადება დააზიანებდა ეკონომიკას და ურთიერთობებს ევროკავშირთან, შვეიცარიის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG