“ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია” - გაავრცელა ცნობა შუამავალი პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა. ორივე მხარემ გამოაცხადა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია
პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება, წერს შარიფი თავის განცხადებაში.
პაკისტანის პრემიერი მადლობს უხდის შეთანხმების მონაწილეებს, აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების პოვნაში ერთგულებისთვის”.
შარიფი მადლობას უხდის ასევე აშშ-ის და ირანს შორის დაპირისპირების დიპლომატიური მოგვარების საქმეში სზხვა მონაწილეებს, კატარს, საუდის არაბეთს, ასევე თურქეთს მათი წვლილისთძვის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საქმეში.
შარიფის თანახმად, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მედიატორები ამ კვირაში შეხვედრების სერიას გამართავენ. ეს წინასწარი განხილვები საფუძველს ჩაუყრის ტექნიკურ მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ ხელმოწერის ცერემონიას.
შარიფმა განცხადება გაავრცელა X-ის საშაულებით ისლამაბადის დროით ორშაბათს დილის საათებში.
ირანი ორჯერ გახდა ისრაელის და აშშ-ის სამხედრო დარტყმების სამიზნე.
შარშან ივნისში ე.წ. 12-დღიანი ომი გაიმართა, რომლის სამიზნე უპირატესად ირანის სამხედრო და ბირთვული ობიექტები იყო.
2026 წლის თებერვალში ისრაელმა და აშშ-მა მასშტაბიანი იერიში მიიტანეს ირანის ობიექტებზე, თავდასხმების დროს მოკლული იქნა არაერთი სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, მათ შორის უზენაესი
ხელმძღვანელი, აიათოლა ალი ხამენეი. ირანმა საპასუხოდ დაარტყა ისრაელის, ასევე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს თავის მეზობელ არაბულ ქვეყნებში.
ომში ირანის მოკავშირე ლიბანის ჰეზბოლა ჩაერთო, რომელმაც რაკეტები გაისროლა ისრაელის მიმართულებით, რასაც ლიბანზე ისრაელის თავდასხმები მოჰყვა.
ირანში ომმა მოიტანა ეკონომიკური კრიზისი, რადგან თეირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიოს მიეწოდება ნავთობის და გაზის მეხუთედი. აშშ-მა გადაკეტა ირანის ნავსადგურებთან მიმავალი გზები.
აპრილში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელში ირანის და შუამავალი პაკისტანის თანახმად, ლიბანიც იგულისხმებოდა, მოჰყვა მოლაპარაკებები, რომლების შედეგიც 14 ივნისს გამოაცხადა პაკისტანის პრემიერმა.
ფორუმი