Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა, ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ირანის სააგენტო ISNA-ს მიერ 2026 წლის 4 მაისს გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია გემები, რომლებსაც ღუზა აქვთ ჩაშვებული ჰორმუზის სრუტეში, რომლის გახსნაც ირან-აშშ-ის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
ირანის სააგენტო ISNA-ს მიერ 2026 წლის 4 მაისს გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია გემები, რომლებსაც ღუზა აქვთ ჩაშვებული ჰორმუზის სრუტეში, რომლის გახსნაც ირან-აშშ-ის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ - მოლაპარაკებაზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა, განაცხადა 15 ივნისს აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.


"დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე საფრანგეთის ქალაქ ევიანში ჩასვლიდან მალევე, ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე პარასკევისთვის სრულად გაიხსნება. ირანთან შეთანხმება მიღწეულია და შეთანხმების ტექსტი პარასკევს ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნდება, თქვა მან.
ირანის ომის დასრულების მიზნით შეთანხმებას აშშ-მა და ირანმა პაკისტანის შუამავლობით მიაღწიეს 14 ივნისს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG