Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჩამოვარდა სტრატეგიული ბომბდამშენი

რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3(საილუსტრაციო ფოტო)
რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის არმიამ Ту-22М3 ტიპის კიდევ ერთი სტრატეგიული ბომბდამშენი დაკარგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისს ირკუტსკის ოლქში დაშვებისას ჩამოვარდა Ту-22М3, რომელიც გეგმურ საწვრთნელ ფრენას ასრულებდა საბრძოლო მასალების გარეშე.

ოფიციალური ცნობის მიხედვით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო, ხმელეთზე ნგრევა არ არის. კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყეს.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც, გამოცემის ცნობით, ასახულია ხმელეთზე ცეცხლმოკიდებული Ту-22М3.

რუსეთის არმიას 50-ზე მეტი Ту-22М3 აქვს. ეს სტრატეგიული ბომბდამშენები უკრაინის წინააღმდეგ ომშიც მონაწილეობენ.

2025 წლის ივნისში უკრაინამ რუსეთს სხვა თვითმფრინავებთან ერთად რამდენიმე Ту-22М3 გაუნადგურა „ობობას ქსელის“ სახელით ცნობილი ოპერაციის შედეგად.

ეს ოპერაცია, დრონების გამოყენებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა რუსეთის რამდენიმე სამხედრო აეროდრომის წინააღმდეგ.







ფორუმი

XS
SM
MD
LG