Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონმა, ტრამპმა და ზელენსკიმ შეხვედრა გამართეს G7-ის სამიტის ფარგლებში - მედია

მარცხნიდან მარჯვნივ: აშშ-ის, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ევიანი, 2026 წლის 16 ივნისი
მარცხნიდან მარჯვნივ: აშშ-ის, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ევიანი, 2026 წლის 16 ივნისი

საფრანგეთის ქალაქ ევიანში, „დიდი შვიდეულის“(G7) ლიდერთა სამიტის ფარგლებში 16 ივნისს გაიმართა საფრანგეთის, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.

ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent-ი წერს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები შეუერთდნენ სხვა ლიდერებს ერთობლივ სამუშაო სესიაზე, რომლის უმთავრესი თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ევიანში დაგეგმილია აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაც. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის ცნობით, ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ ზელენსკისთან ჰქონდა წინასწარი საუბარი, რომელმაც კარგად ჩაიარა.






ფორუმი

XS
SM
MD
LG