16 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სახელმწიფო დუმის არჩევნების დანიშვნაზე. მეცხრე მოწვევის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, „დუმის არჩევნებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას დონბასისა და ნოვოროსიის მცხოვრებლები“.
სახელმწიფო დუმის არჩევნებთან ერთად გაიმართება 11 რეგიონის ხელმძღვანელების არჩევნები, მათგან 8-ს - პირდაპირი კენჭისყრით, 3 რეგიონის ხელმძღვანელს კი საკანონდებლო კრებები აირჩევენ. რუსეთის ფედერაციის 39 რეგიონში გაიმართება ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, 17 ივნისს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს სახელმწიფო დუმის რამდენიმედღიანი არჩევნების საკითხს.
სახელმწიფო დუმა რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატაა, რომელშიც 450 დეპუტატია, ხუთწლიანი მანდატით. მათი ნახევარი ირჩევა ერთმანდატიან ოლქებში (ერთი ოლქი - ერთი წევრი), დანარჩენი 225 კი - პროპორციული წესით.
მოქმედ - მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმაში ფრაქცია "ედინაია როსსიას" 312 დეპუტატი ჰყავს, სიდიდით მეორე ფრაქცია "კომუნისტური პარტიაა" - 56 წევრით, მესამე - "სამართლიანი რუსეთი" 27 წევრით. სახელმწიფო დუმაში 14 ადგილი ვაკანტურია.
ფორუმი