უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია „გაზპრომ ნეფტის" მოსკოვის ქარხანას 16 ივნისს შეუტიეს. ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მისი ლიკვიდაციის შემდეგ მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ გამოაცხადა, რომ „ინციდენტი არ ასახულა საწარმოს ფუნქციონირებაზე".
ამას უარყოფენ Reuters-ის წყაროები. მათი ინფორმაციით, უკრაინული დრონით დარტყმის შედეგად ქარხანაში დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, რომელზეც საერთო საწარმოო სიმძლავრის 53% მოდის.
მეორე დანადგარმა მუშაობა უახლოეს ხანში უნდა განაახლოს.
- მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაპოტნიას რაიონში მდებარეობს.
- საჯარო წყაროების თანახმად, ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 11 მილიონი ტონაა, მოსკოვს უზრუნველყოფს ბენზინის 40%-ით და დიზელის საწვავის 50%-ით და მოსკოვის აეროპორტებისთვის საწვავის ძირითადი მიმწოდებელია.
- ქარხანა წარმოებული პროდუქციის 80%-ს აწვდის მოსკოვს და მოსკოვის ოლქს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2024 წლის სექტემბერშიც.
ფორუმი