Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: უკრაინის დრონებმა მოსკოვში დააზიანეს ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოს საკვანძო მოწყობილობა

საჰაერო დარტყმის შედეგები მოსკოვში, 2016 წლის 18 ივნისი

უკრაინის დრონებმა მოსკოვის კაპოტნიას ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე თავდასხმისას 18 ივნისს ზიანი მიაყენეს ნავთობის გადამამუშავებელ ბლოკს "ევრო+". ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, სანავთობო მრეწველობაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით.

კომპლექსის შემადგენლობა მოიცავს ნავთობის პირველადი გადატანის მოწყობილობას АВТ-6, დღე-ღამეში 140 ათასი ბარელის მოცულობით - რომელზეც მთელი საწარმოს პირველადი გადამუშავების სიმძლავრის 47 პროცენტამდე მოდის. სააგენტოს წყაროთა მონაცემებით, ასევე დაზიანებულია ნავთობის და ნავთობის პროდუქტების შემნახველი რეზერვუარები, მილსადენები და დამხმარე აღჭურვილობა.

შესაძლებელია დაზიანებული იყოს საწარმოს პირველადი გადამუშავების ორი ძირითადი მოწყობილობიდან ერთ-ერთი. სწორედ ეს მოწყობილობები აწვდის ნედლ მასალას ქარხნის წარმოების დანარჩენ ხაზებს.

სანამ მოსკოვი იწვის, რუსეთში საწვავის კრიზისი ღრმავდება

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ამოდის 18 ივნისს უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ.

დარტყმა მოხდა იმ დროს, როდესაც ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკის ტერიტორიებიდან საწვავის კრიზისმა თავი თავად რუსეთშიც იჩინა.
1/8 მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ამოდის 18 ივნისს უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ.

დარტყმა მოხდა იმ დროს, როდესაც ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკის ტერიტორიებიდან საწვავის კრიზისმა თავი თავად რუსეთშიც იჩინა.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
ავტომობილების მძღოლები დონეცკში, საწვავის რიგში დგანან, 16 ივნისი.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ათეულობით რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ  ტერიტორიებზე საწვავის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.
2/8 ავტომობილების მძღოლები დონეცკში, საწვავის რიგში დგანან, 16 ივნისი.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ათეულობით რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
„ტატნეფტის“ (Tatneft) ბენზინგასამართი სადგური მოსკოვში, 16 ივნისი.

რუსულმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ ახლახან მთელი რუსეთის მასშტაბით თავის ასობით ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაცემის შეზღუდვა შემოიღო. თითო მყიდველს, ერთჯერადად,  ყველაზე ბევრი 30 ლიტრი ბენზინის შეძენის უფლება აქვს.
3/8 „ტატნეფტის“ (Tatneft) ბენზინგასამართი სადგური მოსკოვში, 16 ივნისი.

რუსულმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ ახლახან მთელი რუსეთის მასშტაბით თავის ასობით ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაცემის შეზღუდვა შემოიღო. თითო მყიდველს, ერთჯერადად, ყველაზე ბევრი 30 ლიტრი ბენზინის შეძენის უფლება აქვს.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.

მანქანების რიგი ბენზინგასამართ სადგურთან დონეცკში, 16 ივნისი.

18 ივნისს, სანამ თავდასხმა მოხდებოდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია Energy Intelligence-ი ვარაუდობდა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად მწყობრიდან იყო გამოსული რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების დაახლოებით მესამედი. გამოცემის თანახმად, ნავთობის გადამუშავების მოცულობა ქვეყანაში ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
4/8

დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური ევპატორიაში, ყირიმი, 11 ივნისი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგი ფაქტობრივად ამოიწურა უკრაინული „საშუალედო დარტყმების“ (middle strike) კამპანიის ფონზე, რომლის სამიზნეც ნახევარკუნძულზე საწვავის ცისტერნები და სხვა ლოგისტიკური ტექნიკა იყო.
5/8 დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური ევპატორიაში, ყირიმი, 11 ივნისი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგი ფაქტობრივად ამოიწურა უკრაინული „საშუალედო დარტყმების“ (middle strike) კამპანიის ფონზე, რომლის სამიზნეც ნახევარკუნძულზე საწვავის ცისტერნები და სხვა ლოგისტიკური ტექნიკა იყო.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
ფეხით მოსიარულეები ჩაუვლიან დაკეტილ ავტოგასამართ სადგურს ევპატორიაში, 11 ივნისი.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ ყირიმიდან ჩასული მძღოლები ავზებს რუსეთის ამ რეგიონში ავსებენ და ნახევარკუნძულზე ისე ბრუნდებიან.
6/8 ფეხით მოსიარულეები ჩაუვლიან დაკეტილ ავტოგასამართ სადგურს ევპატორიაში, 11 ივნისი.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ ყირიმიდან ჩასული მძღოლები ავზებს რუსეთის ამ რეგიონში ავსებენ და ნახევარკუნძულზე ისე ბრუნდებიან.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
საწვავის პისტოლეტები წარწერით: „ბოდიში, მიმდინარეობს შეკეთება“. ყაზანის ბენზინგასამართი სადგური, 16 ივნისი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 ივნისს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის მასპინძლობისთვის ყაზანში იმყოფებოდა და მოსკოვის დარტყმებზე არაფერი უთქვამს.
7/8 საწვავის პისტოლეტები წარწერით: „ბოდიში, მიმდინარეობს შეკეთება“. ყაზანის ბენზინგასამართი სადგური, 16 ივნისი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 ივნისს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის მასპინძლობისთვის ყაზანში იმყოფებოდა და მოსკოვის დარტყმებზე არაფერი უთქვამს.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ASEAN-ის სამიტზე, 18 ივნისი.

კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ყაზანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კატეგორიულად არასწორია“ მტკიცება, თითქოს უკრაინის კონფლიქტი კიევის სასარგებლოდ იცვლება.
8/8 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ASEAN-ის სამიტზე, 18 ივნისი.

კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ყაზანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კატეგორიულად არასწორია“ მტკიცება, თითქოს უკრაინის კონფლიქტი კიევის სასარგებლოდ იცვლება.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
Previous slide
Next slide

Reuters-ის წყაროთა თქმით, 16 ივნისს განხორციელებული, წინა თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა და იმედოვნებდა, რომ კვირის შუა პერიოდში აღადგენდა კომპლექს "ევრო+"-ის გამოყენებას. რემონტის პერიოდში საწარმო იყენებდა თავისი სიმძლავრის მხოლოდ ნახევარს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ საკვანძო მიმწოდებელს რუსეთის დედაქალაქის რეგიონისთვის. ექსპერტთა შეფასებით, მიყოლებით განხორციელებული ორი შეტევის შემდეგ საწარმომ შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე არ იმუშაოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG