Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს

ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღე უტევენ
ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღე უტევენ

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. შეტევა 19 ივნისს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის დაიწყო.

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმა იყო ქალაქის ხოლოდნოგორის რაიონზე. დაშავდა სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია 40-ზე მეტი კერძო სახლი.

ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღე უტევენ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG