Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დროშების ფრიალის გამო ვლადიკავკაზში საქმე აღძრეს

14 ივნისს საქორწილო კორტეჟის რამდენიმე მონაწილემ ვლადიკავკაზში საქართველოს დროები გაშალა.
14 ივნისს საქორწილო კორტეჟის რამდენიმე მონაწილემ ვლადიკავკაზში საქართველოს დროები გაშალა.

ვლადიკავკაზში, 14 ივნისს ჩატარებული ოსურ-ქართული ქორწილის მონაწილეთა მიმართ სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები აღძრეს.

საქორწილო კორტეჟის რამდენიმე მონაწილემ ვლადიკავკაზში საქართველოს დროები გაშალა, მოგვიანებით თავიანთი საქციელის გამო მათ ბოდიშის მოხდაც მოუწიათ.

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ ადგილობრივი მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქმეები ავტოსაგზაო მოძრაობის უხეში დარღვევის გამო აღიძრა.

ორი ადამიანის მიმართ საქმე აღიძრა მოქმედებისთვის, რამაც საფრთხე შეუქმნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.

შვიდი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს წვრილმან ხულიგნობაში და მათ ნაწილს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, ოთხს კი 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს თანახმად, სამართალდამრღვევთა ავტომობილები სპეციალურ ავტოსადგომზე განათავსეს, როგორც ნივთმტკიცება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG