მარცხნიდან: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კენიის პრეზიდენტი უილიამ რუტო და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი. "დიდი შვიდეულის" სამიტზე. ევიანი, 16 ივნისი, 2026.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა France 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის შესახებ აზრი შეიცვალა „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის შემდეგ, რომელიც 15-17 ივნისს გაიმართა საფრანგეთის ქალაქ ევიანში.
„რომ ჩამოვიდა, ფიქრობდა, რომ უკრაინა დამარცხდება. მაგრამ აზრი შეიცვალა. ასევე დაინახა, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. G7-ის ამ სამიტზე მართლაც მოხდა ცვლილება,“ თქვა მაკრონმა.
მანამდე გამოცემა Politico წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციაზე შესაძლოა გავლენა მახდინა ზელენსკის მიერ ნაჩვენებმა ფოტოებმა, რომლებზეც აღბეჭდილია ცეცხლმოდებული კიევ-პეჩერის ლავრა 14-15 ივნისის ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ.
კიევ-პეჩერის ლავრა: ომის, ნგრევისა და აღორძინების ათასი წელი
1/1215 ივნისს კიეველების ძვირფასი სიწმინდე ცეცხლში გაეხვა - რუსეთი უკრაინის რეგიონებს დრონებითა და რაკეტებით უტევდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც კიევ-პეჩერის ლავრა ომის დროს ზიანდება.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
2/12კიევ-პეჩერის ლავრის ესკიზი (1651 წელი). „პეჩერა“ გამოქვაბულს ნიშნავს. ლავრა არის მონასტერი, რომელიც განდეგილების სენაკებს მოიცავს. სამონასტრო კომპლექსი XI საუკუნეში დნეპრის ნაპირას, ბორცვზე აშენდა. 1096-1416 წლებში ლავრა არაერთხელ გაიძარცვა და გადაიწვა ყივჩაყების, მონღოლებისა და ოქროს ურდოს თავდასხმებისას.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
3/12მონასტრის შიდა ეზო (1902 წელი). ამ პერიოდში კიევი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის. მონასტრის კომპლექსში მდებარეობს კატაკომბები, სადაც ინახება მართლმადიდებელი წმინდანების მუმიფიცირებული ნეშტები, მათ შორის, ნესტორ მემატიანის ცხედარიც. ბერი ნესტორი ავტორია წიგნის „წარსულ წელთა ამბავი“, რომელიც კიევის რუსეთის ქრონიკებს გადმოსცემს.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
4/12მონასტრული კომპლექსის შესასვლელი (1918 წელი). 1918 წლის დასაწყისში, როდესაც უკრაინა გასაბჭოების წინააღმდეგ იბრძოდა, ბოლშევიკებმა ლავრის კედლებთან დახვრიტეს კიევისა და გალიციის მიტროპოლიტი ვლადიმირი. უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტრის ძვირფასეულობა სახელმწიფომ მიითვისა, ხოლო თავად კომპლექსი მუზეუმად გადააკეთეს.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
5/121941 წლის სექტემბერი - კიევი ნაცისტების მიერაა ოკუპირებული. გერმანელი ჯარისკაცი კიევ-პეჩერის ლავრის სამრეკლოზე დგას. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე კვირაში ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ააფეთქეს. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, აფეთქება გამოიწვია წითელარმიელების ნაღმებმა, რომლებიც მათ უკან დახევისას დატოვეს.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
6/12ტაძრის ნანგრევები. ეს ფოტო 1942 წელსაა გადაღებული. კიევი ჯერაც ნაცისტური ოკუპაციის ქვეშაა. ქალაქი წითელმა არმიამ 1943 წლის ბოლოს გაათავისუფლა.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
7/121977 წელს გადაღებული მონასტრის სატრაპეზო, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა. ღვთისმშობლის მიძინების დანგრეული ტაძარი (ის კადრს მიღმა, მარცხენა მხარეს მდებარეობდა) საბჭოთა პერიოდის განმავლობაში არ აღუდგენიათ.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
8/12მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (ფოტო 2013 წელ არის გადაღებული) აღადგინეს და იგი 2000 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
9/122013 წელი - კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესიის სარკმლებიდან მზის სხივები შემოდის.
მონასტერი ექვემდებარებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს. 2022 წლის მაისში უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ მოსკოვთან კავშირს წყვეტდა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ ეკლესია მაინც დაადანაშაულა რუსეთთან კავშირში.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
10/122023 წლის მარტი - უკრაინელი ჯარისკაცები და კიევ-პეჩერის ლავრის ბერი. 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, რომ კომპლექსის ერთ-ერთ ეკლესიაში მრევლი რუსულ პატრიოტულ სიმღერას მღერის. ამის შემდეგ მონასტერში პოლიციამ რეიდი ჩაატარა.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
11/122023 წლის მარტში უკრაინის კულტურის სამინისტრომ შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მონასტრის ნაწილის გამოყენების უფლებას აძლევდა. თუმცა სასულიერო პირებმა უარი თქვეს გამოსახლებაზე. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ლავრაში კვლავ იმყოფება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათეულობით მღვდელი და ბერი.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
12/12სავარაუდოდ, ამ ადგილას მოხვდა დრონი ტაძარს 15 ივნისს. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული სურათების მიხედვით, ხანძარმა დააზიანა ტაძრის სახურავი, თუმცა ტაძრის შიდა სივრცე თითქმის ხელუხლებელი დარჩა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ რუსული დრონები „მიზანმიმართულად ურტყამდნენ“ კიევის იმ ნაწილს, სადაც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. ლავრის ვიკარმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს დარტყმა „ტყვიის გულში მოხვედრას“ შეადარა.
რუსეთი უარყოფს, რომ მონასტერზე განზრახ მიიტანა იერიში და ამტკიცებს, რომ ტაძარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის შეცდომამ დააზიანა, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი - აი, ეს მოუტანა უკრაინას რუსეთის მრავალრიცხოვანმა იერიშებმა საცხოვრებელ სახლებზე, სამოქალაქო ობიექტებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე. ეს იერიშები უკრაინაში მთელი ომის განმავლობაში გრძელდება.
15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
Previous slide
Next slide
წყაროების აზრით, უკრაინის პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა, სხვათა შორის, ხელი შეუწყო იმას, რომ ტრამპი დათანხმდა რუსეთის მისამართით მკაცრ ფორმულირებებს სამიტის ბოლოს მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში. ამასთან Politico აღნიშნავს, რომ თავად იდეა ეკუთვნის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
როგორც Politico წერდა, სამიტის წარმატებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ტრამპის თანამოსაუბრეები, მათ შორის მაკრონი, უკრაინის შესახებ მსჯელობისას ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ უკრაინა იმარჯვებს ბრძოლის ველზე, რაც მოეწონა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც ძალაზე დებს ფსონს.
ფორუმი