Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა ქართველი სამართალდამცველების რეაგირებას მოელის "ექსტრემისტების" "ანტირუსულ ლოზუნგებზე"

მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამისტროს სპეცილური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა "შესაბამისი შეფასება უნდა მისცენ" "ექსტრემისტების მოქმედებას", რომლებიც "ანტირუსულ ლოზუნგებს გაიძახოდნენ, თბილისის ცენტში 6 ივნისს რუსული ენის დღეს". ამის შესახებ ზახაროვამ, 18 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს იყოს ექსტრემისტების გროვა...რუსული ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართველი ხალხის, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, ხალხებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების ერთ-ერთი სიმბოლო.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები გამოიტანენ დასკვნებს და შესაბამის შეფასებას მისცემენ რადიკალების თუ, ექსტრემისტების თუ ხულიგნების ქმედებებს. ეს უკვე ქართველი სამართალდამცველებაზე დამოკიდებული, მისცენ მათ შესაბამისი კვალიფიკაცია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსული ენის დღეს არამხლოდ რუსული არამედ საერთაშორისო განზომილება აქვს.

„ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში, უკვე დამკვიდრებული მრავალწლიანი ტრადიციით, ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ალექსანდრ პუშკინის ბიუსტთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს პოეტის ძეგლი. შემდეგ სხვადასხვა თაობისა და ეროვნების ადამიანებმა, სულისა და გულის კარნახით და არა ზემოდან მითითებით, ბუმბერაზი კლასიკოსის ლექსები რუსულ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა ენებზეც წაიკითხეს“,- თქვა ზახაროვამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ "იმავე დღეს, ბათუმში, ქართული სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით მსგავსი ღონისძიება ყოველგვარი ინციდენტების გარეშე გაიმართა".

ზახაროვამ ისიც თქვა, რომ ქართული საზოგადოებისა და კულტურის სფეროს ბევრმა წარმომადგენელმა თავისი ცხოვრება რუსულ ლიტერატურას, მის შესწავლას მიუძღვა და პუშკინისტები გახდნენ.

რა მოხდა რუსული ენის დღეს თბილისში

თბილისში, 6 ივნისს რუსეთის ინტერესების სექციის ჩართულობითა და რამდენიმე პრორუსული ორგანიზაციის ძალისხმევით, პუშკინის პარკში რუსული ენის დღე აღნიშნებოდა, რომელიც რუსი პოეტის, პუშკინის დაბადების დღეს ემთხვევა.

პუშკინის ბაღში ღონისძიებას საპროტესტო აქციით დახვდნენ სამოქალაქო მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" წევრები.

მათ სიტყვით გამოსვლისას იქ შეკრებილებს უთხრეს, რომ დაუშვებელია რუსული დღის აღნიშვნა ოკუპაციის პირობებში.

რუსული ენის დღის თბილისში აღნიშვნის ფონია წლების განმავლობაში ქართული ენის ამომძირკვავი პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალსა და აფხაზეთში. ახალგორსა და გალის რაიონშიც კი, ანუ იმ ადგილებში, რაც ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული, სკოლებში ქართული ენის სწავლა აკრძალულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG