ვარშავაში ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს „УПА-ს გმირების“ სახელი მიანიჭა.
„პოლონეთის პრეზიდენტი ვალდებულია დაიცვას ამ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს პატივი. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინელთა მეამბოხეთა არმიის“ წოდების მინიჭებაზე, მე გადავწყვიტე, ჩამოერთვას მას „თეთრი არწივის“ ორდენი“, - განაცხადა ნავროცკიმ.
ზელენსკის ეს გადაწყვეტილება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უარყოფითად შეაფასა, რადგან პოლონური საზოგადოებისთვის УПА-ს თემა განსაკუთრებით მტკივნეული და მგრძნობიარეა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ თქვა, რომ ისიც დააბრუნებს პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის 2022 წელს მისთვის გადაცემულ „ვარსკვლავიანი კომანდორის ჯვარს“:
„ვწუხვართ, რომ ვარშავაში ემოციებმა სძლიათ და პოლონელ პოლიტიკოსებს უსამართლო, იმპულსური და უარმყოფელი ქმედებებისკენ უბიძგა არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის, არამედ უპირველეს ყოვლისა, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
УПА-ს (უკრაინის მეამბოხე არმია) შესახებ
УПА - უკრაინის მეამბოხე არმია იყო სამხედრო-პოლიტიკური ფორმირება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე 1942-1956 წლებში მოქმედებდა.
УПА-ს შექმნის მიზანი იყო სხვადასხვა ნაციონალისტური შეიარაღებული ჯგუფების გაერთიანება ОУН(б) (უკრაინელი ნაციონალისტების (ბანდერელების) ორგანიზაცია) - ის დროშის ქვეშ. УПА მხარს უჭერდა დამოუკიდებელი და ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ყველა ეთნიკურ უკრაინულ მიწას გააერთიანებდა.
УПА-ს მიმართ პოლონეთშიც ძირითადად ნეგატიური დამოკიდებულებაა. 2016 წელს პოლონეთის პარლამენტმა УПА-ს მოქმედებები ვოლინში პოლონელი მოსახლეობის გენოციდად შეაფასა.
ფორუმი