Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდუბეში სატვირთო ავტომანქანას საკუთარი ტვირთი დაეცა, მძღოლი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

დიდუბეში, სატვირთო ავტომობილის მძღოლის კაბინას დაეცა ტვირთი, რომელიც ამავე ავტომობილს გადაჰქონდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა შუქნიშანზე დაამუხრუჭა, რა დროსაც გადმოცვივდა რკინის არმატურები და კაბინა ჩაჭეჭყა.

მაშველები მძღოლის გამოყვანას გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG