Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს ლიანდაგებში ადამიანი ჩავარდა - მოძრაობა შეფერხებულია

ინციდენტი მეტროსადგურ „დიდუბის” ტერიტორიაზე მოხდა.
ინციდენტი მეტროსადგურ „დიდუბის” ტერიტორიაზე მოხდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ “ახმეტელის თეატრი”-“სადგურის მოედნის” მონაკვთზე მეტროს მუშაობის შეფერხება ლიანდაგებში მგზავრის ჩავარდნამ გამოიწვია.

ინციდენტი მეტროსადგურ „დიდუბის” ტერიტორიაზე მოხდა.

“ჯერ ისევ შეფერხებაა. მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ "სადგურის მოედანი"- "ვარკეთილის" მონაკვეთზე ხდება”, - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

უწყება არ ფლობს ინფორმაციას ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.

[განახლება]

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრი ახალგაზრდა ქალია და ის შემთხვევის შედეგად - გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებიდან "ინტერპრესნიუსს" აცნობეს.

არ ვრცელდება დეტალები - თუ რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ მუხლით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას, არცთუ იშვიათად, შემდგომ ეტაპზე - კვალიფიკაცია იცვლება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG