Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე მეტრო არ მუშაობდა

მეტროს პირველი ხაზი დილის 9 საათიდან მგზავრებს არ იღებდა
მეტროს პირველი ხაზი დილის 9 საათიდან მგზავრებს არ იღებდა

23 ივნისს დილის 09:00 საათიდან დაახლოებით 10:30 საათამდე თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობდა.

კერძოდ, მგზავრებს არ იღებდა პირველი ხაზი - ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, მატარებელს პრობლემა შეექმნა მეტროსადგურ რუსთაველზე, ხოლო სადგურების ასამუშავებლად საჭირო იყო შემადგენლობის სპეციალურ ჩიხში გადაყვანა.

მოძრაობა დაახლოებით 10:30 საათისთვის აღდგა.

ჩვეულებრივ, დედაქალაქის მეტროპოლიტენი, - რომელიც ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა, - მგზავრებს ემსახურება ყოველდღე, 06:00 საათიდან 00:00 საათამდე.

ინფორმაცია მოძრაობის აღდგენის შემდეგ განახლდა

ფორუმი

XS
SM
MD
LG