Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბროლაურთან 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო

ამბროლაურთან გამთენიისას 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო.
ამბროლაურთან გამთენიისას 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო.

სამშაბათს, 2026 წლის 23 ივნისს, გამთენიისას საქართველოში 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო.

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო რაჭაში, ქალაქ ამბროლაურის დასავლეთით, 7 კმ-ში, სოფელ ხონჭიორში.

მიწისძვრა დილის 04:07 საათზე დაფიქსირდა.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ ბიძგები იგრძნეს მოშორებითაც - ლეჩხუმში, თერჯოლასა და ქუთაისში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG