ლიეტუვის კოალიციური მთავრობა მას შემდეგ დაიშალა, რაც პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატით წარმოდგენილმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აღარ მოისურვა თანამშრომლობა კოალიციის წევრ პოპულისტურ პარტიასთან „ნემანის განთიადი“. კოალიციაში იყვნენ „მწვანეები“, ფერმერთა პარტია და „ქრისტიან ოჯახთა კავშირი“.
სოციალ-დემოკრატები ამ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და „დემოკრატთა კავშირთან“ ერთად ჩამოაყალიბებენ ახალ კოალიციურ მთავრობას.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მინდაუგას სინკიავიჩუსი. პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას ხმათა უბრალო უმრავლესობა სჭირდება.
მოსალოდნელია, რომ ლიეტუვის მთავრობის შეცვლა არ აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე.
- ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა დასჭირდა.
- არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი გინტაუტას პალუცკასი, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გადადგა კორუფციული სკანდალის გამო. პალუცკასის გადადგომის შემდეგ მთავრობას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე.
ფორუმი