„ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია“, - თქვა მან.
ანგარიშში წერია, რომ დარღვევები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:
- შესყიდვების მართვა - 9 მლნ ლარი;
- აქტივების მართვა - 4,3 მლნ ლარი;
- საბიუჯეტო რესურსების მართვა - 23,2 მლნ ლარი.
გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა აუდიტის 17 ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია. ამ საქმეებიდან ოთხი მიმდინარე საქმეებს შეეხებოდა, 13-ზე კი ახალი გამოძიება დაიწყო.
ფორუმი