რუსეთის ჯარებმა მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ბოლო პერიოდში დარტყმების სამიზნე ხშირადაა ავტოგსამართი სადგურებიც. რამდენიმე მათგანზე დრონებით შეტევა იყო 24-დან 25 ივნისის ღამითაც და დილით.
- ბოლო ხანს თავად რუსეთში დროებით დახურეს არაერთი ბენზინგასამართი სადგური და ქვეყნის ათეულობით რეგიონში საწვავის ლიმიტირებულად გაყიდვა დაიწყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობტერმინალებზე უკრაინის თავდაცვის ძალების ინტენსიური შეტევებით გამოწვეული პრობლემების გამო.
უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ივნისს ქალაქ სუმის ერთ-ერთ რაიონში ავტოგასამართ სადგურზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავტოგასამართ სადგურებზე შეტევა იყო ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც. დაზიანებულია სახლებიც, საგანმანათლებლო დაწესებულება და რამდენიმე საწარმო.
რუსული დრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქის ბოჰოდუხოვის რაიონზეც, სადაც ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 25 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 90 უპილოტო საფრენი აპარატით. დილის ცხრის ნახევრისთვის დადასტურებული იყო 83 დრონის მოგერიება და ბალისტიკური რაკეტით და 6 დრონით პირდაპირი დარტყმა შვიდ ადგილზე.
ფორუმი