კვირას, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ტომბლენში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პრეფექტურის ცნობით, თვითმფრინავი პარაშუტისტების სკოლას ეკუთვნოდა. ავარიის შედეგად პილოტი და ათივე მგზავრი - ხუთი მოსწავლე და ხუთი ინსტრუქტორი - დაიღუპნენ.
რეგიონის პრეფექტმა, ივ სეგიმ, ტელეარხ BFM-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი, როგორც ჩანს, დაზიანდა მიწაზე ვერტიკალურად დაცემამდე.
„ის მოულოდნელად, აეროდრომის უშუალო სიახლოვეს დაეცა“, - თქვა მან.
მისი თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევდნენ მსხვერპლთა რამდენიმე ნათესავს.
ავარია სავაჭრო ცენტრის მახლობლად, დასახლებულ ზონაში მოხდა.
ფორუმი