Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ მხოლოდ ის აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს

ხომალდები ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, 2026 წლის 27 ივნისი
ხომალდები ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, 2026 წლის 27 ივნისი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის განცხადებით, თეირანმა აღიდგინა ექსკლუზიური კონტროლი ჰორმუზის სრუტეში მოძრაობაზე, შემდეგი 30 დღისთვის.

მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით არ იყოს ირანის მიერ დამტკიცებული მარშრუტებისთვის თავის არიდების მცდელობები. ამ ფონზე სულ უფრო მეტად სუსტდება ირანის მიერ აშშ-სთან გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - 28 ივნისს სპარსეთის ყურეში განახლდა რაკეტებით, დრონებით განხორციელებული დარტყმები და საჰაერო იერიშები.

ბაღდადში ვიზიტისას არაყჩიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არხი "კიდევ ერთხელ სრულად მოექცევა ირანის ადმინისტრაციის ქვეშ".

"ნებისმიერი ჩარევა, ან პარალელური სტრუქტურების შექმნის მცდელობა ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს, წარმოშობს დამატებით დაძაბულობას და შეფერხებას ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი არხის ხელახალი გახსნისთვის" - განაცხადა არაყჩიმ.

არაყჩის ამ სიტყვების ფონზე ირანი და აშშ ერთმანეთს სდებენ ბრალს ცეცხლის შეწყვეტის შუალედური შეთანხმების დარღვევაში.

ირანმა რაკეტები და დრონები გაუშვა აშშ-ის სამხედრო ობიექტებისკენ ქუვეითსა და ბაჰრეინში, მალევე მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, თავისი სამხედრო კამპანიის ესკალაცია განახორციელოს, თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ დაიცავს.

"ადვილი დასაშვებია, რომ მათ ვერასოდეს გამოიტანონ გაკვეთილი. შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ვეღარ შევძლებთ ვიყოთ კეთილგონივრულები და იძულებულები გავხდებით სამხედრო გზით დავასრულოთ საქმე, რომელიც ძალიან წარმატებულად დავიწყეთ. ეს თუ მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს!" - დაწერა ტრამპმა თავისი სოციალური ქსელით Truth Social.

რამდენიმე საათში ქუვეითმა და ბაჰრეინმა გამოაცხადეს, რომ მათი საჰაერო თავდაცვის სიტემები რეაგირებდნენ შემავალ მოწყობილობებზე.

ქუვეითის არმია აცხადებს, რომ გარდაიტაცა ორი ბალისტიკური რაკეტა თავის საჰაერო სივრცეში, მსხვერპლზე და ზიანზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბაჰრეინის არმიის განცხადებით, გარდაიტაცეს და გაანადგურეს რამდენიმე რაკეტა და დრონი. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, დაიზანდა ერთი საცხოვრებელი სახლი, არავინ დაშავებულა.

ირანის დარტყმები დაგმეს საუდის არაბეთმა, კატარმა და იორდანიამ - მათ ამას უწოდეს საერთაშორისო კანონის დარღვევა და რეგიონული სტაბილურობისთვის შექმნილი საფრთხე.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭო აცხადებს, რომ თავდასხმები იყო პასუხი აშშ-ის იერიშებზე ირანის ტერიტორიაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG